ნიკოლ კიდმანს საშინლად ეშინია პეპლების, ანუ ლეპიდოპტეროფობია სჭირს.
მიშელ პფაიფერს და უმა ტურმანს დახურული სივრცის ეშინიათ.
სიბნელის შიში აქვს ჯენიფერ ლოპესს და კიანუ რივზის.
პენელოპა კრუზს ეშინია წითელი ხალიჩის.
თვითმფრინავით მგზავრობის საშინლად ეშინიათ ვუპი გოლდბერგს, ბენ აფლეკს, შერს და კოლინ ფარელს.
ლედი გაგას ტელეფონის შიში აქვს. თუმცა ფობია ამით არ მთავრდება, მას პატარა ბავშვების შიშიც აქვს.
ბილ ბობ ტორტონს ეშინია ანტიკვარული ავეჯის.
ჯონი დეპს ეშინია ჯამბაზურად სახეშეღებილი ადამიანების.
სკარლეტ იოჰანსონი ტარაკანის დანახვისას ცუდად ხდება.
ვუდი ალენი და სტივენ სპილბერგი საერთოდ ვერ იტანენ მწერებს.
კამერონ დიასს საშინლად ეშინია კარის სახელურის.
ადელს ეშინია თოლიების.
































































