დღეისთვის , ოზურგეთში ერთი კილოგრამი („გულშიშველა“) თხილი ორი ლარი ღირს. სამ ლარად იბარებენ „ბერძნულას“.
_კარგი თხილი რომ მოგიტანოთ, ყველა გატეხილის ნაყოფი რომ კარგი იყოს, მეტს არ გადამიხდით?
_თუ გინდა სულ გულით იყოს გადატენილი გურული ფირალის თოფივით. მაინც ორ ლარს ვიხდით. აგერ, ხედავთ ტომრებს? გაგატანთ თუ წაიღებთ სამ ლარად ერთ კილოგრამს, მოგყიდით _ ასე სარკასტულად პასუხობენ ოზურგეთში, თითქმის ყველა თხილის მიმღებ პუნქტში სოფლებიდან ჩასულ თხილის გამყიდველ ფერმერებს.
ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ სულ რაღაც თვენახევრის წინ, ერთი კილოგრამი თხილი 4,50 ლარი ღირდა. ზოგიერთ დღეს უფრო მეტიც. ხალხს უხაროდა ეს ფასი, თუმცა უცბად ყველამ ვერ მოახერხა მოკრეფა და ჩაბარება.
_ახლა რაც ხდება, ეს არის მშრომელი კაცის აბუჩად აგდება. სახელიც არ აქვს ამ საქციელს თხილის ბიზნესში დასაქმებული ჩინოსნების მხრიდან, _ ამბობენ გურულები.
ვრცლად, აღნიშნულ მარად მოუგვარებელ პრობლემაზე მალე გიამბობთ „გურია ნიუსში“.
ავტორი
































































