ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა დიეტოლოგებმა აღნიშნეს, რომ 50 წელს გადაცილებულებისათვის ჯანმრთელი გულის შესანარჩუნებლად სასარგებლოა ნიორი.
მათ ჩამოთვალეს პროდუქტები, რომლებიც ამ ასაკის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელი გულის შესანარჩუნებლად
ათეროსკლეროზის განვითარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლის უპირველეს მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. მისი პრევენცია ხდება რაციონში ომეგა -3-ის შემცველ პროდუქტების ჩართვით – ესენია ცხიმოვანი თევზი, სელის ზეთი და ვირთევზას ღვიძლი. ასევე, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ გულის პრობლემები სისხლის გასქელების გამო. ამის თავიდან ასაცილებლად დიეტოლოგები ურჩევენ ნივრის, ხახვის და ბულგარული წიწაკის მირთმევას, რომელიც სისხლის გათხელებას უწყობს ხელს.
ღვიძლზეა დამოკიდებული სისხლში ჯანსაღი ქოლესტერინის გამომუშავება და ხაჭოს, იოგურტისა და კვერცხის რეგულარული მოხმარება ხელს შეუწყობს ამ ორგანოს ჯანმრთელად შენარჩუნებას, გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მცირდება, რომელიც აწარმოებს ჰორმონებს და მოქმედებს გულზე. მის შესანარჩუნებლად კი რაციონში უნდა ჩავრთოთ დარიჩინი, თეთრი ლობიო, მარცვლეულის ფაფები და კალიუმით მდიდარი საკვები, მაგალითად როგორიცაა ტომატის წვენი და გოგრა.

































































