დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
ერთ-ერთი საკითხი იყო ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ოზურგეთის პარკში, თეატრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ხათუნა სურგულაძემ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ამ ადგილას გარემოს ეროვნული სააგენტო აპირებს სადგურის დადგმას, რომლის მეშვეობით მოხდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგი.
როგორც ხათუნა სურგულაძემ აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტომ ოფიციალურად მიმართა წერილობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. საკრებულოს წევრებმა საკრებულოზე გამოტანილ საკითხს მხარი დაუჭირეს.































































