გასახდომი ჩაის ყველა რეცეპტში არის გამწმენდი მოქმედების მცენარე. უფრო ხშირად ამგვარ ჩაიში შედის სენას ექსტრაქტი. თუმცა, მისი გადაჭარბებულად მიღება არ ღირს. მცენარეები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ნაწლავზე, რომელიც შეიძლება მიეჩვიოს გაღიზიანებას, რაც დაარღვევს მის ნორმალურ ფუნქციობას. ყველაფერი ზომიერად უნდა გამოიყენოთ.
კამა–პიტნის ჩაი:
ერთმანეთს შეურიეთ 20 გრ სენას ფოთლები, 20 გრ ოხრახუში, 20 გრ ჭინჭარი, 10 გრ კამა, 20 გრ ბაბუაწვერა, 10 გრ პიტნა.
1 ჩაის კოვზ ამ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ პატარა ულუფებით.
გასახდომი ჩაი დღეში 1 ჭიქა უნდა მიიღოთ, თანდათანობით მოცულობა შეიძლება გაზარდოთ, დღეში 3 ჭიქამდე. 6 კვირის შემდეგ 1 ჩაის ჭიქა უნდა მიიღოთ სამჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. შემდეგ საჭიროა თანდათანობით სასმელის მოცულობის შემცირება 1 ჭიქამდე.
სრული კურსის დასრულების შემდეგ შეიძლება დღეში 1 ჩაის ჭიქის მიღება, რაც ზედმეტი წონის პროფილაქტიკაა.

































































