https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

300-300 მაყურებელზე გათვლილი სტადიონები ჩოხატაურსა და ოზურგეთში _ ვისთან გაფორმდა ხელშეკრულება?

10:22; 12.12.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დაბა ჩოხატაურში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობის სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე შპს “საბა კონტრაქშენმა” მოიგო.

ინფორმაციისთვის, ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 5 ნოემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს შეწყდა. ამ დროისთვის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოების დასრულების ვადა 2029 წლის 31 მარტამდეა განსაზღვრული (აღნიშნული პროექტი მოიცავს 2 თვე პროექტირებას, 9 თვე მშენებლობას და 1 თვე ექსპლუატაციაში შეყვანას და 2029 წლამდე  ობიექტის მოვლა-პატრონობას).

“მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება, მომსახურების გაწევასთან და სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და მიმწოდებლისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით შეადგენს 13,977,777.00 (ცამეტი მილიონ ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას სამოცდაჩვიდმეტი) ლარს“, _ წერია ხელშეკრულებაში.

ინფორმაციისთვის, ჩოხატაურსა და ოზურგეთში უნდა აშენდეს ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, რომელსაც 300-300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა (გასახდელები, სველი წერტილები, დაცვის ჯიხური და სხვა) ექნება.

მომსახურება/სამუშაოები ყველა სამშენებლო ობიექტზე უნდა წარიმართოს პარალელურ რეჟიმში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეში.

“მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების საერთო ვადა: 12 (თორმეტი) თვე ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან, აქედან:

I ეტაპი (2 თვე) _ საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის ტიპიური პროექტის კორექტირება, მოცემულ სამშენებლო ტერიტორიაზე მიბმა და მშენებლობის ნებართვის მიღება;

 II ეტაპი (9 თვე) _ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება;

ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან II ეტაპის დაწყებამდე შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს სამუშაოთა განხორციელების ქვე–ეტაპებს.

III ეტაპი (1 თვე) _ საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის ექსპლუატაციაში მიღება.

რაც შეეხება სამუშაოების მეთვალყურეობას, მიმწოდებელი II ეტაპით გასახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს შემსყიდველის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ“, _ წერია დოკუმენტში.

დღეის მდგომარეობით, შპს” საბა კონსტრაქშენს” 192 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული,საიდანაც 87 მოიგო, 9 არ შედგა, 6 მიმდინარეა, ხოლო 90 ტენდერი წააგო. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 1 455 280 191.88 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, 11 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 94 587 576. 73 ლარია.

ინფორმაციისთვის, ამ კომპანიამ დაასრულა გურიაში ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ პროგრამა “განახლებულ რეგიონების” ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროგრამის _ “განახლებული რეგიონები”, ხიბლი ის იყო, რომ საბჭოთა ერთფეროვნებით აღბეჭდილი, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული მუნიციპალური ცენტრებისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა, მათთვის უნიკალურობა მიენიჭებინა და თითოეულის თვითმყოფადობა გამოეკვეთა.

“4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს“, _ ოფიციალურად აცხადებდა მთავრობა.

ოზურგეთში, 2021 წლის 8 მაისს გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა კულტურისა და დასვენების პარკს და მის მიმდებარე ტერიტორიას.

ჩოხატაურში ცენტრალური მოედანი მოეწყობოდა და დუმბაძის ქუჩა მოწესრიგდებოდა, ხოლო ლანჩხუთში კი _ ცენტრალური მოედანი, ცენტრალური პარკი და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორია.

თავდაპირველად გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული შპს “აღმაშენებელი ქუთაისი” გახდა, თუმცა, სამუშაოების დასრულება მან დროულად ვერ შეძლო. არაერთხელ აყრილი და თავიდან დაგებული ფილების და რეგიონში პრემიერ ღარიბაშვილის სტუმრობის შემდეგ მალევე კომპანიის სახელზე ყადაღა დაფიქსირდა. კომპანიას, როგორც ჩანს, ფინანსური პრობლემაც წარმოეშვა და ობიექტებზე მომუშავე თითო-ოროლა კინკილა მუშახელიც გაექცა. საბოლოოდ კი მისი დაწყებული საქმე შპს “საბა კონსტრაქშენმა” დაასრულა.

თუმცა, “დაასრულა” ხმამაღლა ნათქვამია _ დაბა ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე, “აღმაშენებელი ქუთაისის” მიერ არაერთხელ აყრილ-დაყრილ ფილებზე სეზონზე ამოსულ ბალახს ისევ ებრძვიან… გარდა ამისა, ბოძების, ფანჯრების, ღიობების შესაფუთად გამოყენებული ფენოპლასტი არავის გამოუცვლია _ იგი მალევე დაზიანდა; მავნებელი აზბესტიც ასევე ფენოპლასტით შეფუთეს და ასე დამალეს. დუმბაძის 25-ში მდებარე “გურია ნიუსის” რედაქციის ეზოს მის საკუთრებაში არსებული ღობე და ჭიშკარი მოუხსნეს ახლის გაკეთების მოტივით, თუმცა, “აღმაშენებელი ქუთაისმა” მხოლოდ წინა ღობის გაკეთება მოახერხა, ჭიშკრის და გვერდითი ღობეების _ ვერა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად “საბა კონსტრაქშენმა” თავი არ შეიწუხა _ “გურია ნიუსის” კითხვაზე, რატომ არ ასრულებდა სამუშაოებს, კომპანიაში გვიპასუხეს, რომ ჭიშკარს და გვერდითა ღობეებს იმ შემთხვევაში გააკეთებდნენ, თუ ამას მერია სთხოვდა, მერია კი ამბობდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო. ასეა თუ ისე, “გურია ნიუსის” რედაქციის ეზო სამი წელია, პირუტყვის სადგომადაა ქცეული.

ცნობისთვის, აღნიშნულ კომპანიას აქვს შესრულებული სამუშაოები “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც, იქ კომპანიამ საქმიანობა 2021 წელს დაიწყო და 2023 წელს დაასრულა. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს საერთო საწუხარი ჰქონდათ: კორპუსების კედლებში, გარედან შეფუთვის შემდეგ, წყალი ჟონავდა და ბინებში ავეჯსა და რემონტს აზიანებდა.

“აიფაქტი“ 2024 წლის 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს:

“კომპანია შპს “საბა კონსტრაქშენი” 2012 წელს ბიძაშვილებმა _ მალხაზ და სლავა შერაზადიშვილებმა სამშენებლო საქმიანობისთვის დააარსეს. 2013 წელს სახელმწიფო ტენდერებშიც დაიწყეს მონაწილეობა.

კომპანიამ 1.4 მილიონ ლარის პირველივე ტენდერი ისე მოიგო, რომ მანამდე ტენდერში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონია. სამუშაოების დამკვეთი “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” იყო, რომელმაც კომპანიას მცხეთასა და ქარელში ორი სკოლის აშენება დაავალა. სამუშაოების გამოცდილებად კომპანიამ მხოლოდ ერთი _ სასტუმრო “ჯინო ველნესის” სამშენებლო სარემონტო სამუშაოები წარადგინა.

ახლა კომპანიის მფლობელი შპს “საბა ინვესტია“, რომელსაც სლავა შერაზადიშვილი ფლობს. შერაზადიშვილი ქარელიდანაა. შიდა ქართლში მოქმედი ადგილობრივი მედია “მოზაიკა” არჩევნებამდე წერდა, რომ შერაზადიშვილი “ოცნების” ხმების მოსაზიდად ათიათასობით ლარს ხარჯავდა ქარელში.

“ფულის დარიგების გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში სლავა შერაზადიშვილი აფინანსებდა სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელთა მიზანი “ქართული ოცნების” სასარგებლო აგიტაცია და მოქალაქეთა მხარდაჭერის მოპოვება იყო. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, 13 სექტემბერს მისი დაფინანსებით ჩატარდა სოფელ ძლევიჯვარში ჭიდაობის ტურნირი, სადაც საპრიზო ფონდი 175.000 ლარი იყო. მანვე დააფინანსა ტურნირის შემდეგ გამართული “ღამის შოუს ბენდის” კონცერტიც. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე კი, “ერისიონის” და “რეზო და ბავშვების” კონცერტი ჩაატარა აგარაში. მუსიკალური ღონისძიების სავარაუდო ხარჯი 40 000 ლარია“, _ წერს “მოზაიკა“.

შერაზადაშვილის გარდა, “საბა კონსტრაქშენთან” ირიბად დაკავშირებულია “ოცნებასთან” დაახლოებული კიდევ ერთი ბიზნესმენი _ გიორგი კაპანაძე, იგივე “რიჟა“. აი, როგორ: 2013 წლიდან დღემდე “საბა კონსტრაქშენის” დირექტორია ლევან თარგამაძე, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა გიორგი კაპანაძის ბიზნესს _ სს “რეალ ინვესტს“.

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში გიგი უგულავას დაპატიმრებისას მოექცა _ ის “ოცნების” “ოქროს მოწმე” იყო თბილისის ყოფილი მერის საქმეში. 2014 წლის ივლისში უგულავა და მისი ქვისლი სწორედ კაპანაძის ჩვენებებისა და მისი დახმარებით მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერების შედეგად აღმოჩნდნენ ციხეში.

გიორგი კაპანაძე წარმატებულ და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენად იყო ცნობილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, თუმცა, 2014 წელს “ტელეიმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობასთან თანამშრომლობა იძულებასა და დაშინებაზე იყო დამყარებული.

ახლა პირდაპირი გზით, პოლიტიკური შეწირულობის სახით არც კაპანაძე სწირავს “ოცნებას” ფულს და არც შერაზადიშვილი. თუმცა, მედიის ცნობით, შერაზადაშვილი “ოცნებისთვის” საჭირო აქტივობებს თავად აფინანსებს.

ამ კავშირებით შეიძლება აიხსნებოდეს ის, რომ კომპანია ხშირად უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებს მრავალმილიონიან ტენდერებს“, _ წერია “აიფაქტის”სტატიაში.

როგორც “ტენდერმონიტორსის” ვებგვერდზე არსებული მონაცემებიდან ირკვევა, ამ ეტაპზე, შპს “საბა კონსტრაქშენს” მოგებული აქვს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ქალაქ აბაშასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობის სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 632 114 ლარია. და ტენდერი ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია.

გარდა ამისა, მას 20 ივნისს მოგებული აქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩამდინარე წყლის არხების შესყიდვის ტენდერი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24 500 ლარი იყო. ამ დროისთვის ხელშეკრულების სტატუსია _ “შესრულებულია”.

გარდა ამისა, “საბა კონსტრაქშენმა” წელს მოიგო შპს “ბათუმის წყალის” გამოცხადებული ტენდერიც. ამ დროისთვის ხელშეკრულება შესრულებულია.

მან წელსვე მოიგო თბილისის მერიის გამოცხადებული ტენდერიც, რომლის სავარაუდო შესყიდვის ღირებულებაც 4,749,657 ლარი იყო და ვარკეთილი-3, 3 მ/რ. კორპ. 319-ის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან (ს/კ 01.19.39.010.066) “მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის” შენობის სარემონტო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობას ითვალისწინებდა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები 2029 წელს უნდა დასრულდეს.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გაზიარება17Tweet11Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2 თებერვალი, 2026

მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

გაეროს სპეცმომხსენებელი: სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება

ყველა სიახლე

საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2.02.2026
ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2.02.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2.02.2026
საზოგადოება

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები- ბრალი 18-ს წარუდგინეს, დაკავებულია 8

14:49; 2.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

14:30; 2.02.2026
საზოგადოება

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026? – პასუხი აქტუალურ კითხვებზე

13:29; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო