https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

17:26; 17.01.2026
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა გააჩინა განცდა, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლების პირობებში შესაძლოა­ მიღწევადი გახდეს წინა ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმება” – ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო­ საქმეთა სამინისტრომ ნიკოლას მადუროს დაკავებიდან მეორე დღესვე გამოა­ქვეყნა და იმედი გამოთქვა, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილება გაუქმდება საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად… განცხადებას მაშინვე უპასუხა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ოდისეი ბიგვავამ მზაობა გამოთქვა„დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის, თუმცა გარკვეული პირობებით, რომელშიც სუბიექტების თანასწორობაც იგულისხმება. რამდენად რეალურია ვენესუელამ უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რა ნიადაგია მომწიფებული საქართველოსთან ურთიერთობისთვის თავად აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში და რა ტიპის საგარეო და საშინაო პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველოს ხელისუფლებამ, კითხვებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს:

– როგორ აფასებთ აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სპეცოპერაციას?

– განსაკუთრებული მოვლენაა… გარკვე­ულწილად, არ ეთანხმება საერთაშო­რისო სამართლის ნორმებს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა­ არ არის, როცა დიდი სახელმწი­ფოები – აშშ, რუსეთი და ჩინეთი – საერთაშორისო სამართალს იყენებენ როგორც ინსტრუმენტს. პირადად მე ვაღიარებ, რომ მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა და აქედან გამომდინარე, ტრამპის გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია. დიქტატორმა მადურომ და სხვებმაც მიიღეს შეტყობინება, რომ არ შერჩებათ ის, რასაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჩადიან. ეს უფრო დადებითი მოვლენაა, ვიდრე უარყოფითი.

– გამორიცხავთ აშშ-ის მხრიდან ვენესუე­ლას ნავთობის მიმართ ინტერესს?

– არ გამოვრიცხავ, თუმცა ვენესუელა რომ დემოკრატიული სახელმწიფო ყოფილიყო და ქვეყნის დოვლათი წასულიყო ხალხის საკეთილდღეოდ, აშშ-ს არ დასჭირდებოდა მათი პრეზიდენტის მოტაცება. რეჟიმი ჯერ კიდევ არ არის ჩამოშლილი. ვენესუელა ნავთობით ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში და იმავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა.

– როგორ ფიქრობთ, მსგავსი­ მოვლენები განვითარდება თუ არა სხვა ლათინურ ქვეყნებში: კუბაში, კოლუმბიაში, მექსიკაში…

– კუბაში შესაძლოა შიგნიდან დაიწყოს რეჟიმის ჩამოშლა, რადგან კუბა დამოკიდებული იყო ვენესუელის ნავთობზე. თუ ნავთობის გადანაწილება გახდება სამართლიანი და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული, მაშინ კუბას ძალიან გაუჭირდება დამოუკიდებლად არსებობა. შესაძლოა, მას დაეხმარონ რუსეთი და ჩინეთიც. ღარიბ ლათინურ ქვეყნებში უმძიმესი სიტუაციაა, ამიტომ სამხრეთ ამერიკის წარმატებული სახელმწიფოები, მაგალითად, ჩილე, არგენტინა მიესალმნენ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას. მომწონს, რომ ტრამპი არ წავიდა რეჟიმის შეცვლაზე, რადგან ეს გამოიწვევდა სამოქალაქო დაპირისპირებას. რაც შეეხება მექსიკას, ის მყარი სახელმწიფოა, კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც მართალია, ვერ უმკლავდება გამოწვევებს, მაგრამ მექსიკაში გადატრიალება და გატაცებები ვერ მოხდება. ვფიქრობ, აშშ მოინდომებს დაეხმაროს მექსიკას რაღაც ფორმით, რათა ის გაუმკლავდეს ნარკოკარტელებს. ტრამპი საკუთარი განცხადებებით უფრო მიუღებელი და საშიშია, ვიდრე მოქმედებებით. ყველაზე უცნაური ჩვენთვის უკრაინაში მიმდინარე პროცესებისადმი მისი დამოკიდებულებაა. თუმცა, ნუ მოვუსმენთ პოლიტიკოსების განცხადებებს, ვუყუროთ მათ მოქმედებებს. მოქმედებები უფრო მდგრადი და ახსნადია, ვიდრე ტრამპის განცხადებები.

– როგორ აიხსნება ტრამპის განცხადებები გრენლანდიასთან დაკავშირებით, რა განვითარებას უნდა ველოდეთ დანიასთან და ევროკავშირთან აშშ-ის ურთიერთობის თვალსაზრისით?

– არ ვარ მიამიტი ვთქვა, რომ ტრამპს არ სურს გრენლანდია. რა თქმა უნდა, მას უნდა, მიიღოს გრენლანდია, მაგრამ ჯერჯერობით განცხადებით შემოიფარგლება, რასაც თავის მხრივ უპირისპირდება არანაკლებ მკაცრი განცხადებები დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებების მხრიდან. მოგეხსენებათ, გრენლანდიას დანიის სამეფოში მაღალი დონის ავტონომია აქვს, საკუთარი პრემიერ-მინისტრითა და საკანონმდებლო ორგანოთი. ამას ემატება ევროკავშირის განცხადებებიც…

– ანუ ამ განცხადებებით ტრამპმა ჯერ მხოლოდ ნიადაგი მოსინჯა?

– ტრამპი არათანმიმდევრული პოლიტიკოსია და ეს მისი მთავარი მინუსია. თუმცა, მგონია, რომ ვაჭრობს. გრენლანდიის ტერიტორიაზე განლაგებულია ყველაზე მსხვილი ამერიკული სამხედრო ბაზა, ამიტომ აშშ-ს არანაირი პრობლემა არა აქვს ნატოს, ევროკავშირის, დანიისა და არც საკუთრივ გრენლანდიის კონტექსტში. მას თავისუფლად შეუძლია მიუმატოს კიდევ რამდენიმე ბაზა. აშშ-ის პრეზიდენტი ვაჭრობს, რათა მეტი უფლებები მიიღოს. შემოდგომაზე ამერიკაში შუალედური არჩევნებია და ტრამპმა ან რაღაც უნდა მოახერხოს გრენლანდიაში, ან საერთოდ გაჩუმდეს და დაივიწყოს, მაგრამ ის, რომ გრენლანდია მიუერთოს შტატებს, ამის არც მჯერა და არც გამოუვა.

– რამდენად მისცემენ რუსეთი და ჩინეთი­ მას თავისუფალი მოქმედების საშუალებას და ხომ არ დაძაბავს ვენესუელის მოვლენები ამ სამ დიდ სახელმწიფოს შორის ვითარებას? ასევე არის თუ არა მოსალოდნელი ურთიერთობების გართულება ევროკავშირთანაც?

– ყველა ზემოჩამოთვლილი სახელმწიფო ცდილობს ფრთხილად იყოს ამერიკასთან\. ყველაზე თამამი მაინც ჩინეთია, ეს არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც თავს აძლევს უფლებას, აშშ-ს სანქციები დაუწესოს. თუ ყველა ცდილობს, არ მოხვდეს ამერიკის ბორბლებქვეშ, ერთადერთია ჩინეთი, რომელმაც იცის საკუთარი ძალა და საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. თუმცა, ჩინეთისთვის მისაღებიცაა­, რასაც ამერიკა აკეთებს ვენესუელაში, მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელის ნავთობის­ 60%-ს ყიდულობს, მაინც ცდილობს იყოს პრაგმატული. ჩინეთი დიდი ხანია დამკვიდრდა სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში. მას იქ აქვს უდიდესი ინვესტიციები და ერთი ქვეყნის დაკარგვა არაფრად უღირს. თავის მხრივ ამერიკაც ფრთხილია ჩინეთთან და მხოლოდ მასთან მიდის დათმობაზე, მაგალითად ტარიფებთან დაკავშირებით. რუსეთიც ბევრს კარგავს ვენესუელაში მომხდარი ცვლილებებით. რაც შეეხება ევროკავშირს, მას სჭირდება ამერიკული უსაფრთხოების ქოლგა და იმაზე უფრო ფრთხილი იქნება, ვიდრე მოველით. ასე რომ, სიფრთხილე არის კარგად გათვლილი პრაგმატული ნაბიჯი, რუსეთის მხრიდანაც კი.

– როგორ შეაფასებთ ჩვენი ხელისუფლების­ განცხადებებს და თუ ელოდებით, რომ ვენესუელის ახალი ხელისუფლება უკან წაიღებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას?

განაგრძეთ კითხვა

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ამის წარმოჩენა უნდათ”- დავით მჟავანაძე

16:44; 30 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30 იანვარი, 2026
პოლიტიკა

რა წერია კანონპროექტში, რომელიც უკვე დაიდო პარლამენტის საიტზე

12:59; 30 იანვარი, 2026
პოლიტიკა

გიორგი გახარია – ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან

10:12; 30 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

19:03; 29 იანვარი, 2026

ტრაგედია ჩოხატაურში _ "შვილის გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო, მამას გულმა დაარტყა"

„შემთხვევა“ თბილისში

ყველა სიახლე

სამართალი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ცინცაძის სასამართლო პროცესი დასრულდა

22:01; 30.01.2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30.01.2026
ფინანსები

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია – უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

18:39; 30.01.2026
მთავარი

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

17:19; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:19; 30.01.2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30.01.2026
პოლიტიკა

“საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ამის წარმოჩენა უნდათ”- დავით მჟავანაძე

16:44; 30.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

16:35; 30.01.2026
სამართალი

რა ამოიღეს ჩოხატაურის მერის მოადგილის მამის სახლიდან- პროკურატურის ბრალდება ცნობილია

16:06; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30.01.2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30.01.2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30.01.2026
საზოგადოება

“შარაშიძე აივანზე იმყოფებოდა”- რას ამბობს ადვოკატი კონფლიქტზე, რის გამოც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

14:32; 30.01.2026
საზოგადოება

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება

14:11; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო