ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქვენობნის საჯარო სკოლაში მანდატურის ოთახი დააზიანეს, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია მანდატურის უნიფორმის წაღების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
„სკოლა არ გაუტეხიათ. ქვენობნის საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში ამჟამად იმყოფება ბუკნარის საჯარო სკოლა, რომელსაც ჰყავს მანდატური. მანდატურის სამსახურს სკოლაში აქვს 1 პატარა ადგილი გამოყოფილი, სადაც არის განთავსებული აპარატურა და მანდატურები იმყოფებიან. საღამოს სკოლის დარაჯმა აღმოაჩინა, რომ ეს ოთახი იყო დაზიანებული და დარაჯმა მიიღო კანონით გათვალისწინებული ზომები და დაიწყო გამოძიება. გავრცელებული ინფორმაცია მანდატურის უნიფორმის წაღების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მანდატურებს ფორმა აცვიათ. იქ არაფერი არ იყო წასაღები და ვერც წაიღებდა, დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”,_ გვეუბნება შორენა სიხარულიძე.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, სკოლის შენობაში მანდატურის ოთახის კარის საკეტია დაზიანებული.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი






























































