გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები დაახლოებით 50%-ითაა შემცირებული. სამართალდარღვევების შემცირება ფიქსირდება გასული და მიმდინარე წლების თვის მაჩვენებლებშიც – 2025 წლის იანვარში, 2026 წლის იანვართან შედარებით, დეპარტამენტის მიერ უკანონო ტყითსარგებლობის 20-ით მეტი – 147 ფაქტია გამოვლენილი”,_ აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.


































































