“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, 2026 წლის პირველი 30 დღის განმავლობაში ფეისბუქზე, ინსტაგრამზე ან/და მესენჯერში საქართველოს აუდიტორიისთვის 226 გვერდის/ანგარიშის მიერ 2567 რეკლამა განთავსდა.
გამოქვეყნებული რეკლამების ჯამურმა ღირებულებამ 88195 აშშ დოლარი შეადგინა. ამ თანხის დაახლოებით 34% „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა დახარჯეს, 26% – პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარმომადგენლებმა, 25% მთავრობამ და სახელმწიფო უწყებებმა, 6% – „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გაერთიანებებისა და პროპაგანდისტულმა გვერდებმა, ყველა სხვა გვერდზე განთავსებული რეკლამების ჯამურმა ღირებულებამ კი მთლიანი სარეკლამო დანახარჯების მხოლოდ 9% შეადგინა.
„ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული მედიასაშუალებების მიერ Meta-ს პლატფორმებზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების რიცხვმა (1078) მიმდინარე წლის იანვრის თვეში ყველა მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობის 93% შეადგინა, ხოლო მათზე დახარჯული თანხის ოდენობამ (არანაკლებ 29679 აშშ დოლარი) მედიასაშუალებების სარეკლამო დანახარჯების 96%-მდე მიაღწია.



































































