ამ წუთებში თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.
როგორც “გურია ნიუსს” სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგურ 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც შესაბამისი უწყება ამის ნებართვას დართავს.
“გურია ნიუსი” დამატებით დეტალებს არკვევს.
































































