შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად იანვარ-მარტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 664 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 92 და დაშავდა 989 ადამიანი.
ამ სტატისტიკის თანახმად თბილისში 246 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა,-22, დაშავდა 332 ადამიანი.
აჭარაში 113 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 4, დაშავდა 44 ადამიანი.
სამეგრელო -ზემო სვანეთში – 29 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 4, დაშავდა 44 ადამიანი.
იმერეთში 73 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღპა 13, დაშავდა 84 ადამიანი.
შიდა ქართლში – 41 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 4, დაშავდა 65 ადამიანი.
ქვემო ქართლში 65 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 20, დაშავდა 97 ადამიანი.
კახეთში 42 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 12, დაშავდა 75 ადამიანი.
სამცხე-ჯავახეთში 14 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 3 და დაშავდა 33 ადამიანი.
მცხეთა-მთიანეთში 29 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 6 და დაშავდა 54 ადამიანი.
გურიაში 12 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 14 ადამიანი.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მოხვევის მანევრი ავარიის გამომწვევი 152 შემთხვევაში, 20 ადამიანი დაიღუპა, 245 დაშავდა.
შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა ავარიის გამომწვევი 142 შემთხვევაში გახდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, 306 დაშავდა.
ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა ავარიის გამომწვევი მიზეზი 116 შემთხვევაში გახდა, დაიღუპა 6, დაშავდა 45 ადამიანი.
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება ავარიის გამომწვევი 108 შემთხვევაში გახდა, 23 დაიღუპა, 182 დაშავდა.
დისტანციის დაუცველობა ავარიის მიზეზი 105 შემთხვევაში გახდა, დაიღუპა 6, დაშავდა 157 ადამიანი.
სატრანსპორტო საშუალებია მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავარიის გამომწვევი 43 შემთხვევაში გახდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 64 კი დაშავდა.
საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – 27 შემთხვევაში გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 41 დაშავდა.
ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა- ავარიის გამომწვევი გახდა 27 შემთხვევაში, დაიღუპა 6 და დაშავდა 48 ადამიანი.
23 შემთხვევაში გახდა ავარიის გამომწვევი მობრუნების მანევრი, რის შედეგადაც 39 ადამიანი დაშავდა.
შეჯახება დაბრკოლებაზე 22 შემთხვევაში გახდა ავარიის მიზეზი, დაიღუპა 2 და დაშავდა 27 ადამიანი.
ცნობისთვის, გარდაცვლილებს შორის სხვადასხვა ასაკის 21 ქალი და 71 მამაკაცია. მათ შორის 4 არასრულწლოვანი,




































































