ელისო კილაძის შვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტე დავარღვიო სიჩუმე! რადგან ელისოს პირადი გვერდი დაბლოკილია, გამოიწერეთ ეს გვერდი Eliso Kiladze • ელისო კილაძე
აქ დავდებ, მის შესახებ,ყველა სიახლეს.
დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით. როგორც იცით, 25 მაისს არის ჩანიშნული წინა სასამართლო პროცესი. მინდა მივმართო ჟურნალისტებს , იურისტებს და საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდნენ და შეიქმნას პეტიცია, სასამართლო პროცესების გახსნის და საჯაროობის მოთხოვნით! ოჯახის წევრები და ჟურნალისტები შეუშვან სასამართლო დარბაზში!
გახსენით სასამართლო პროცესი”,_ წერს ის.
ინფორმაციისთვის, „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელ ელისო კილაძეს, – რომელიც 18 თებერვალს დააკავეს, – ედავებიან ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას. ბრალდება „ქოლცენტრებს“ უკავშირდება.

































































