როგორც გერმანელი ასტროლოგები ამტკიცებენ, ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს ნამდვილ სიყვარულზე შანსი მიეცემა.
ტყუპები
ტყუპებს, ჩვეულებისამებრ, საკმაოდ დიდი სამეგობრო წრე გამოარჩევს, ყველას უყვარს ამ ზოდიაქოს ნიშანთან ურთიერთობა მათი კომუნიკაბელურობიდან და საკუთარ თავში თავდაჯერებულობიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ჰაერის სტიქიის ამ წარმომადგენლებს აქამდე არ უმართლებდათ სიყვარულში – შემთხვევითი ნაცნობობა კი გულის ტკენით სრულდებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, დეკემბერი პირად ცხოვრებაში დიდ სიახლეებს გპირდებათ. შესაძლოა, შეხვდეთ თქვენი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს. მოემზადეთ!
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ექსტროვერტები არიან, რომელთაც შეუძლიათ ცხოვრებით ტკბობა. როგორც წესი, წარსული ურთიერთობები ახალი სასიყვარულო თავგადასავლების დაწყებაში საკმარისად აფერხებს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, თუმცაღა მოულოდნელი გაცნობა გელით, მომავალი კვირების განმავლობაში სულიერ მეგობარს იპოვით და იქნებით ბედნიერი ისე, როგორც არასდროს!
მორიელი
მორიელები მთავარი მეოჯახეები არიან ზოდიაქოს ნიშნების წრეში. მათ სჯერათ “სიყვარული სიკვდილამდე” და ინარჩუნებენ სითბოსა და ერთგულებას პარტნიორისადმი მთელი გულით. გასაკვირიც არ არის ის, რომ არ ეძებთ დროებით რომანს. დეკემბერში წყლის სტიქიის წარმომადგენლებს საბედისწერო შეხვედრა ელით, რომელიც თავბრუდამხვევი აღმოჩნდება, მაგრამ არ აჩქარდეთ და არ შეეცადოთ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანას, დატკბით ვნებათაღელვით!






































































