დიდი სამამულო ომის მონაწილე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრები შოთა გოგატაძე ერთადერთი ცოცხალი ვეტერანია, ვინც დიდი სამამულო ომის საშინელება გამოიარა.
ის მეორე მსოფლიო ომში სკოლის დამთავრებისთანავე წავიდა და საბედნიეროდ ცოცხალი დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს.
მას შემდეგ სოფელ მერიაში ცხოვრობს და დღემდე თავს მშვენივრად გრძნობს.
_ გამარჯვებული რომ დავბრუნდი , მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დავიჭერი, მთავარი ესაა _ამბობს ის.
ყველაზე მეტი სადარდელი მისთვის ისაა, რომ ძვირფასი მეუღლე გვერდით აღარ ჰყავს. შოთა გოგატაძის ქალიშვილი ნონა გოგატაძე მამაზე სიყვარულით საუბრობს.
_რაც მთავარია, მიმაჩნია, დღეს რომ მშვიდობაა და მზის ამოსვლა უხარია ადამიანს, მისხალი ჩემი წვლილიცაა მასში, _ სულ ასე საუბრობს ბატონი შოთა.
_მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად საკმაოდ სუსტადაა, გონება, სმენა და მეხსიერება უჭრის, დილაადრიან ადგომასაც არ ეპუება. მწოლიარედ არ არის, რაც მთავარია და ორიოდ დღეში 101 წელი შეუსრულდება, _ ამბობს ბატონ შოთას ქალიშვილი ნონა გოგატაძე.
ქალბატონმა ნონამ ასევე თქვა, რომ შოთა გოგატაძეს დღეს შინ ესტუმრნენ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია და სხვა ხელმძღვანელი პირები.
_მთავრობისგან საჩუქრად გადაეცემა ფულადი ათანხა, რაც საპენსიო ბარათზე დაერიცხება. მადლობა ყველას, _ თქვა ნონა გოგატაძემ,
ვულოცავთ ბატონ შოტა გოგატაძეს , სამამულო ომის ვეტერანს, დამსახურებულ ადამიანს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და ვუსურვებთ დღეგრძელ სიცოცხლეს.
ავტორი
































































