„მე პირადად ვთვლი, რომ სულერთია ვინ იქნება მოსამართლე, იმიტომ რომ მთელი ეს პროცესები სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვის რიტუალს დაემსგავსა, სამწუხაროდ“ – უთხრა მზია ამაღლობელმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს, რომელიც დღეს, 11 მაისს, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საკითხს განიხილავს.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმე სააპელაციო სასამართლომ კვლავ პირველ ინსტანციას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა. სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.
ვრცლად: ბათუმელები

































































