ლანჩხუთში დასრულდა პროექტი „საქართველოს თავისუფლების თამაშები“, რომლის ფინალური მატჩიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი გმირის, მერაბ კუპრეიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
სკოლებს შორის გამართულ საფეხბურთო ტურნირში საპრიზო ადგილებზე სუფსისა და ხაჯალიის საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ.
წარმატებულ მოსწავლეებს თასები და სიგელები ლანჩხუთის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ფოტო: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია





































































