პარტია „ახალის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერის, ბაჩო ახალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტიდან თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას ადგილობრივი მოქალაქეები და პარტიის მხარდამჭერები შეუერთდებიან.
როგორც ახალაძემ „გურია ნიუსთან“ საუბარში განმარტა, ამ ეტაპზე ჩოხატაურიდან პარტიის 50-მდე მხარდამჭერის წამოსვლაა დაგეგმილი, თუმცა პროცესი ცენტრალიზებულად არ იმართება.
„ცენტრალიზებული ორგანიზება არ ხდება ტრანსპორტის თვალსაზრისით. სურვილისამებრ მოდიან მოქალაქეები და დაახლოებით 50 კაცი იქნება მუნიციპალიტეტიდან“, — განუცხადა „გურია ნიუსს“ ბაჩო ახალაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში მორიგ მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ, რომლის ჩატარების უფლებასაც, ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება მათ არ აძლევს.
ავტორი




































































