ცოტა ხნის წინ, გამოცემამ „Time“, „ბოლო 10 ათწლეულის“ 100 საუკეთესო ფილმის“ სია გამოაქვეყნა.
სია ცნობილი კინოკრიტიკოსის, სტეფანი ზაჰარჩეკის მიერ არის შედგენილი. მისი განმარტებით, სიაში შესულია სურათები, რომლებშიც „ოსტატობა და სულია“ გადახლართული.
ყოველი ათწლეულიდან სიაში 10 ფილმი მოხვდა. რეიტინგის ყველაზე ძველი ფილმი გერმანელი რეჟისორის, რობერტ ვინეს „ექიმი კალიგარის კაბინეტია“ (1920), ყველაზე ახალი კი კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ (2019).
რეიტინგში ასევე მოხვდნენ ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა „ფენიქსი“, „დაკარგული ქალაქი Z,, „პატარა ქალები“, „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „ნათლია 2“ და ა.შ.






































































