ოზურგეთის საჩოგბურთო ცენტრში მუნიციპალიტეტის 552 სკოლადამთავრებულისთვის ელექტრონული მუსიკის საღამო და ლაზერშოუ გაიმართა.
„განსაკუთრებული საღამო სწორედ იმ ახალგაზრდებს მიეძღვნა, რომლებმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი – სკოლა დაასრულეს და ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. ოზურგეთის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და წამახალისებელი პროგრამით, რათა მათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს – წინ საინტერესო და მნიშვნელოვანი გზა გელოდებათ! “ – აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მუსიკის საღამოს და ლაზერშოუს მოსაწყობად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 8 მაისს გამოაცხადდა, წინადადების მიღება კი 18 მაისს დასრულდა. ტენდერში გასამარჯვებლად ხუთი კომპანია თუ ინდ.მეწარმე იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებული ინდ.მეწარმე თამარ ელოშვილი გახდა, რომელსაც ღონისძიებისთვის მოწყობისთვის და ჩატარებისთვის 47 800 ლარი ჩაერიცხა.
































































