BMG-ის ცნობით, მთავრობა გასტრონომიის სსიპ-ს ქმნის. შესაბამისი დადგენილებები ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 18 ივნისს გამოიცა.
კერძოდ, ახალ სსიპ-ს გასტრონომიის ეროვნული სააგენტო დაერქმევა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.
გარდა ამისა, ამავე სამინისტროს ქვეშ იქმნება კიდევ ერთი სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო.
დადგენილებების მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს ახალი სააგენტოების უფროსების დანიშვნა და მათი დებულების დამტკიცება.
ორივე დადგენილება 20 ივლისიდან ამოქმედდება.
































































