გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ნაადრევი ქლიავის მოსავალი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაზარალებული აცხადებს, რომ ხეხილის ბაღი შემოსაზღვრული იყო ღობით.
დაზარალებული განმარტავს იმასაც რომ დაუდგენელი პირები ხეხილის ბაღში ღობიდან შევიდნენ.




































































