ქუთაისში პოლიცია ამ დრომდე ეძებს შეიარაღებულ, ნიღბიან პირებს, რომლებმაც ფულის გამოძალვის მიზნით ქალი სასტიკად სცემეს და მიიმალნენ. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ ნიღბიანმა უცნობმა პირებმა ქუთაისში ქალი 11 ივლისს დააყაჩაღეს.
ნაცემია ქალი, რომელსაც ამ დრომდე დაუდგენელი პირებს თანხას და ძვირად ღირებულ ნივთებს სთხოვდნენ. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
თავდამსხმელებმა ვერაფრის წაღება მოახერხეს.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამბობენ, რომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დამნაშავეების დაკავება ვერ მოხერხდა.





































































