ოზურგეთის მერიას ურეკში ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიება აქვს დაგეგმილი, სადაც ჯგუფი „ურსა“ იმღერებს. მერია კონცერტისთვის ჯგუფს ბიუჯეტიდან 30 ათას ლარს გადაუხდის – ექსკლუზიურად, გამარტივებული შესყიდვით. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
„შესყიდვის საჭიროება განპირობებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური გაფორმების უზრუნველსაყოფად… ჯგუფ „ურსას“ მოწვევა დაიგეგმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში და მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც,” – წერს მერია შესყიდვების სააგენტოს.
ოზურგეთის მერია ურეკში დიჯეი ალეკა სამუშიასაც იწვევს.
„სოფ. ნაგომარში დოღი „ოზურგეთის თასი 2026“-სა და დაბა ურეკში, ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიებების ფარგლებში გასამართ კონცერტებთან დაკავშირებით“ კი მერია დიჯეი ალეკა სამუშიას 6 ათას ლარს გადაუხდის.






































































