თელავში 12 ივლისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ კისისხევში არსებულ ხევში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
“12 ივლისის სტიქიის შედეგად ცივ-გომბორის ქედზე არსებული თითქმის ყველა ხევი გააქტიურდა და თელავისხევის ადიდების პარალელურად, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია სოფლებში – კისისხევი, შალაური და ვარდისუბანი. ამ დროისთვის ქალაქ თელავში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად, ასევე დავიწყეთ მძიმე ტექნიკის მეშვეობით გაწმენდითი სამუშაოები ზემოაღნიშნულ სოფლებში მდებარე ხევებზე. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვმუშაობთ თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე ხევებზე კომპლექსური სამუშაოების ჩატარებისათვის”- აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.

































































