ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე “ფორდი”-ს მარკის ავტომობილი გზაზე ქვეითს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავარიის დროს დაშავდა 70 წლამდე ქალი. პაციენტი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.




































































