ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში – ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ ავტომობილში მყოფ ორ პირს „ურალის“ მარკის სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. ერთი პირი გადარჩა, ხოლო მეორე გვიან ღამით გალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„საშინელი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახს წლების წინ კიდევ ერთი შვილი დაეღუპათ“,- ამბოს წყარო.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ზუგდიდში გადმოასვენებენ.




































































