ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 103 საშტატო ერთეულიდან 95 დარჩება. ამის შესახებ დეტალები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც „გურია ნიუსი“ წერდა, ცვლილებები საკამათო აღმოჩნდა: შემცირებები შეეხო ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორებიცაა სოციალური და ინფრასტრუქტურული სამსახურები, მაშინ, როცა მატერიალურ-ტექნიკური სამსახური გაძლიერდა. კერძოდ, ოპტიმიზაციის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში ექვსი შტატიდან სამი გაუქმდა.
რა ხდება ლანჩხუთსა და ჩოხატაურში? – ამ კითხვით ჩვენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების პრესსამსახურებს მივმართეთ.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს“, – განაცხადეს ლანჩხუთის მერიაში.
რაც შეეხება ჩოხატაურს, მერიიდან მიღებულ კომენტარში აღნიშნულია: „ამ ეტაპზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, დეტალური ინფორმაცია ცვლილებების შესახებ პროცესის სრულად დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“.
ავტორი
































































