ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბაზრის მიმდებარედ ხანძარი იყო.
ადგილობრივი მედიის, “ინფო იმერეთის” ცნობით, ცეცხლი ტერიტორიაზე წუხელ გაჩნდა. დაზარალებულების თქმით, დამწვარია 13 ჯიხური, პროდუქცია კი მთლიანად განადგურებულია.
დახლებზე ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონელი იყო განთავსებული.

































































