გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ოზურგეთში _ 11:00-დან 18:00 საათამდე, მონაცვლეობით, სოფლებს: ნატანებს, ბახვს, ვაკიჯვარს, დვაბზუსა და მიმდებარე სოფლებს.
ლანჩხუთში _ 12:05-დან 19:00 საათამდე, მონაცვლეობით, სოფლებს: ორაგვეს, ჯუნმერეს, მაჩხვარეთსა და მიმდებარე სოფლებს.
ჩოხატაურში _ 07:00-დან 10:00 საათამდე, მონაცვლეობით, სოფლებს: ფარცხმასა და შუაფარცხმას.
ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება დუმბაძის, ლესელიძის, გოგებაშვილის, წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებზე.
ენერგომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

































































