დღეს, დილით, “გურია ნიუსს” ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩის #29-ში მცხოვრებმა დედა ეკატერინემ გვთხოვა, მასთან მივსულიყავით და გვენახა, როგორ ზიანდება წვიმის დროს მისი საცხოვრებელი ოთახები.
როგორც “გურია ნიუსისთვის” არის ცნობილი, გრიბოედოვის #29-ში მცხოვრები ადამიანების პრობლემის შესახებ შესაბამის უწყებებში იციან, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება ახლად გარემონტებულ შენობაზე ჟოლობების მოწყობა, რათა ყოველი წვიმის დროს მოსახლეობა არ დაზარალდეს და წყალი საცხოვრებელ ფართებში არ შევიდეს.
ადგილობრივების თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას ჯერ კიდევ ავთანდილ თალაკვაძის, შემდეგ კი პაატა კუნჭულიას მერობის პერიოდში ითხოვდნენ.
“ერთხელ და სამუდამოდ ხომ შეიძლება, ამ ქალაქში საქმე ისე გაკეთდეს, რომ მეორედ ან მესამედ გასაკეთებელი არ გახდეს. სამლოცველო და საძინებელი ოთახი არ შრება, როდესაც წვიმს. ასე არიან ჩემი მეზობლებიც”, _ გვითხრა დედა ეკატერინემ.
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.






























































