“ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სააღრმზრდელო პროცესი 21 სექტემბერს იწყება.
“21 სექტემბერს დაიწყება სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის ბაღებში. გურიანთის და ლიხაურის საბავშვო ბაღებისთვის მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის მოძიება”, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ.
მისივე თქმით, ქალაქ ოზურგეთში #3 საბავშვო ბაღში დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ამ ეტაპისთვის შეჩერებულია.





























































