ოზურგეთის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელი ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ლაზარემ საქართველოს ჩემპიონატზე ჩატარებული 9 პარტიიდან 8 ქულა დააგროვა და პირველობა ერთპიროვნულად მოიპოვა.
ახალგაზრდა მოჭადრაკის მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი დავით მაღალაშვილია.
ვულოცავთ ლაზარე ჩხარტიშვილს, მის მწვრთნელსა და ოზურგეთის საჭადრაკო სკოლას ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
საქართველოს ჩემპიონობა ახალგაზრდა მოჭადრაკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ. წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ტურნირებსა და შეხვედრებში!


































































