საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისს” უწოდებს.
მაკრონმა მთავრობას საწვავის კრიზისის დასაძლევად ყველა შესაძლო ზომის მიღება დაავალა.
“საზღვაო გზების ბლოკადას მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე პირდაპირი გავლენა აქვს. მისი შეფასებით, ფრანგი მოქალაქეები გრძნობენ შექმნილ წნეხს იმ ავტოგასამართ სადგურებზე, სადაც საწვავის ტარიფები “გაუსაძლის ზღვრამდე” გაიზარდა”,_ განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი როლან ლესკიური მაკრონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნავთობზე მაღალი ფასები უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით დიზელის ფასმა ერთ ლიტრზე €2.30-ს გადააჭარბა, ხოლო ბენზინის ღირებულებამ €2.20-ს მიაღწია. ეს მონაცემები კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით საშუალოდ 30%-იან მატებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ფასი უკვე ერთ ლიტრზე €3.00-საც კი უახლოვდება.




































































