ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც “გურია ნიუსს” წყარომ აცნობა, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა და არხში ჩავარდა.
ავტომობილში ორი პირი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სენაკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ამ წუთებში, ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებით დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით. უწყების პრესსამსახურის თქმით, დეტალების დაზასუტება მოხდება, თუმცა როდის _ უცნობია.
ბოლო პერიოდში უწყების პრესსამსახურიდან ამგვარი პასუხები გახშირდა. არადა, ჩვენი მიზანი ინფორმაციის გადამოწმება და მკითხველისთვის რამდენიმე წყაროს მიერ დამოწმებული ინფორმაციის მიწოდებაა.




























































