2016 წლის მონაცემებით, 15-წლამდე გოგონებში 19 აბორტი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ მონაცემების მიხედვით, 15-19 წლის ასაკში აბორტების 932 შემთხვევა დაფიქსირდა, 20-44 წლის ასაკში 28 564, 45 და მეტი წლის ქალბატონებში – 126.
მათივე ცნობით, საქსტატის მონაცემებით, აბორტების რაოდენობა საქართველოში შემცირდა. კერძოდ, 2016 წელს 29 600 აბორტი დაფიქსირდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აბორტების მაქსიმალური რიცხვი 2012 წელს იყო (39 200), რის შემდეგაც კლება ფიქსირდება. 2013 წელს 37 ათასი აბორტი იყო რეგისტრირებული, 2014 წელს 33 500, 2015 წელს კი 33 400.