აჭარაში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოავლინეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბაკიბაკოსა და ჭერში. მოქალაქეებს, სახერხი საამქროები, საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
ვინაიდან სამივე სამართალდარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,_ წერია ინფორმაციაში.