არის იმის ადგილი, რომ ჩვენ ქალბატონი ჩარკვიანის განცხადებებზე ვისაუბროთ? – ხალხია დაღუპული, ადამიანებს ეძებენ, უამრავი ჭირისუფალია, რომელსაც შვილი არ უნახავს, მეუღლე არ უნახავს, მშობელი არ უნახავს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა, ოპოზიციონერ თაკო ჩარკვიანის მიერ, შოვში დატრიალებული ტრაგედიის პარალელურად, პარლამენტის წინ აქციის ჩატარების ინიციატივის შეფასებისას.
ცაგარეიშვილის თქმით, არსებული ვითარების ფონზე, პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის და კონკრეტულ ადამიანებს იმის შეგრძნება აქვთ დაკარგული, თუ როდის რა უნდა თქვან.
“რა დროს პოლიტიკაზეა საუბარი, არც მინდა ამაზე საუბარი, არ არის ამის დრო. ადამიანებს იმის შეგრძნება მაინც უნდა ჰქონდეთ, სად, როდის, რა ისაუბრონ. დაკარგული აქვთ ეს შეგრძნებები და არამხოლოდ,” – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.