ადიდებულმა მდინარემ ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოპრო ჯორჯია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, მომხდარის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად დაზიანების ადგილამდე მიახლოებას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები.
კომპანიის ტექნიქური ბრიგადები მზადყოფნაში არიან, როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს.