,,დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია. ყველას შევხვდით, პრეზიდენტს შევხვდით, პრემიერს, ამერიკის ელჩს. მთელი მსოფლიო მარტო დაპირებებს იძლევა და გადის დღეები, თვეები, წელიწადი მოვიდა და… ჩვენი საშველი, შედეგი და ჩვენი მოთხოვნა არავის ეყურება“, _ ამის შესახებ ზაზა გახელაძის დედამ სიუციდის მცდელობის შემდეგ, განაცხადა.
როგორც ნანა ბუნტური ,,მთვარ არხთან“ ამბობს, ამ ნაბიჯამდე ის ხელისუფლების უმოქმედობამ მიიყვანა.
,,დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია. ყველას შევხვდით, პრეზიდენტს შევხვდით, პრემიერს, ამერიკის ელჩს. მთელი მსოფლიო მარტო დაპირებებს იძლევა და გადის დღეები, თვეები, წელიწადი მოვიდა და… ჩვენი საშველი, შედეგი და ჩვენი მოთხოვნა არავის ეყურება. ჩვენს საქმეს საშველი არ დაადგა და ადამიანი ფსიქოლოგიურად ყველა ერთნაირი არაა. რა ვიცი მე… იძულებული ვარ, რაღაცა მოვიმოქმედო… დამღალა ამ ყველაფერმა და იძულებული ვარ, რაღაცა ხერხს მივმართო. დღეს თუ არ გამომივიდა, ხვალ და ზეგ არ ვიცი, კიდევ თუ მივალ ამ ზომამდე და გათავდება ჩემი ტანჯვა-წამება. მესმის, დამნაშავე რომ იყოს, იტყვი ადამიანი დამნაშავეა და მოიხადოს სასჯელი, შეეგუები ადამიანი და მთელი მსოფლიო ამბობს, უდანაშაულოაო და უპირობოდ უნდა გათავისუფლდესო, პირველივე დღიდან. წელიწადი გავიდა და განა რა გახდა ჩვენი საქმე ასეთი უსაშველო“ , – თქვა ნანა ბუნტურმა.
ცნობისთვის, ზაზა გახელაძის დედამ გუშინ სუიციდი სცადა, თუმცა ოჯახის წევრებმა დროულად იპოვეს და გადაარჩინეს.
გახელაძეები 23 ივნისიდან მასშტაბურ აქციებს აანონსნებენ.
ავტორი: მერაბ ცაავა