ამ წუთებში ძლიერი ქარი წვიმა და სეტყვაა შავიზღვისპირეთში, კერძოდ, შეკვეთილსა და ურეკში. როგორც ადგილობრივებმა „გურია ნიუსს“ აცნობეს, წვიმამ უკვე დატბორა ქუჩები და არსებობს ეზოების დატბორვის საფრთხეც.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, რომლის თქმით, უამინდობის გამო, გზებზე მოძრაობა გართულებულია, გზებზე ხეებია მოთხრილი, თუმცა, ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დახმარების შესახებ არ შესულა.
რამდენიმე მგზავრმა უკვე აცნობა “გურია ნიუსს”, რომ ცუდი ხილვადობის გამო, შეკვეთილის გზაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია და გზაზე დიდი საცობია.
ბათუმიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში, ჯერჯერობით, წვიმს.