„ასოციაცია ჩაის გზის“ ორგანიზებით, დაბა ურეკში აგრო-ტურისტული ფესტივალი გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გურული მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია. ასევე, მოეწყო სამთო, საზღვაო, ღვინისა და ჩაის გზის ტურისტული კუთხეები.
ფესტივალი, რომლის მიზანი ადგილობრივი წარმოებისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა, დონორი ორგანიზაციების და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
(R)