გურიაში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ლანჩხუთის მცხოვრები ახალგაზრდა ქალია.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში „გურია ნიუსს“ უთხრეს, მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და კლინიკაში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით 24 ადამიანია გარდაცვლილი.