ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა თბილისში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 24 წლისაა და ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალის მკვიდრი იყო.
შემთხვევის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
































































