ჩეხმა არქეოლოგებმა ეგვიპტეში, ქაიროს სამხრეთით, აბუ სეირის რეგიონში აღმოაჩინეს უძველესი ხის ხომალდი. მისი ასაკი მინიმუმ 4500 წელია – ნათქვამია ეგვიპტის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს განცხადებაში.
გემი განთავსებულია სამარხთან სახელწოდებით ”მასტაბა AS 54”, რომელიც სავარაუდოდ ეკუთვნოდა მაღალჩინოსან პირს ფარაონების III ან IV დინასტიის მმართველობის პერიოდში .
ხომალდი შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო დაკრძალვისას.
ამ დროისთვის მეცნიერებმა შეძლეს გაეწმინდათ თვრამეტმეტრიანი ხის ხომალდის ზოგიერთი დეტალი.
აღმოჩენილია ასევე იმ ბაგირის ფრაგმენტები, რითაც ეს დეტალები იყო დაკავშირებული ერთმანეთთან.