ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, რამდენიმე თვის წინ, ცნობილმა მსახიობმა, 66 წლის სიუზენ სარანდონმა ქალაქ ნიუ-იორკში საკუთარი ბარი გახსნა, რომელიც იმით გამოირჩევა, რომ იქ რამდენიმე ათეული მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა იმყოფება.
ბოლო პერიოდში ასაკოვანი კინომსახიობი საყვარელ პროფესიას თანდათან ჩამოშორდა. მართალია რეჟისორები უწინდელი სიხშირით კვლავ იწვევენ, მაგრამ ქალბატონ სიუზენს „პენსიაში“ გასვლის სურვილი მოეძალა.
რასაკვირველია მსახიობი „დიდ კინოში“ დარჩენას აპირებს, მაგრამ მისი განცხადებით, მხოლოდ ეპიზოდური როლებით შემოიფარგლება.
რესტორნებთან ერთად არსებული კეგელბანები დღეს არავის უკვირს, ასევე იშვიათობას არ წარმოადგენს ბარის კუთხეში მიმწყვდეული ბილიარდის მაგიდაც.
მსოფლიო სარესტორნო ქსელში სპეციალიზირებული მაგიდის ჩოგბურთისა და ბარ-რესტორნის სიმბიოზი პირველად დაფიქსირდა. ეს ფაქტორი სარანდონის საქმიან თვისებებსა და ორიგინალური ბიზნესის წამოწყების განსაკუთრებულ ნიჭზე მეტყველებს.