რუსმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ შესაძლოა ციხეში რამდენიმე ათეული წელი გაატაროს.
პოლიტიკოსს, რომელიც უკვე იხის სასჯელს სხვა დანაშაულებისთვის და პატიმრობაში იმყოფება ახალი ბრალდება წაუყენეს. ნავალნის სასამართლო პროცესი ექსტრემიზმის ბრალდებით ელოდება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი სასჯელი 30 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ნავალნი უკვე იხდის ცხრაწლიან სასჯელს პირობით ვადამდე გათავისუფლების დარღვევის, თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის.
ის და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ 2021 წელს მისი დაპატიმრება და პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.