https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

,,ვისაც შეგიძლიათ, თავს უშველეთ!” _ ნასაკირალის ბრძოლა

14:45; 19.06.2023
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

1905 წლის 16 ოქტომბერს ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციის წითელრაზმელებმა, გურიის კომიტეტის ნებართვის გარეშე, იერიში მიიტანეს პოლიციელთა საგუშაგოსა და ფოსტის განყოფილებაზე, მოკლეს ერთი, დაჭრეს ორი და რამდენიმე კაცი დაატყვევეს, მათ შორის პოლიციის ბოქაული გაგუა, რომელიც გურულებმა ,,დიდის ზრდილობით წაიყვანეს ცხენით მიყრუებულ ადგილას.” აგრეთვე წაიღეს იარაღი _ 10 ბერდანა, 12 შაშხანა, 2 რევოლვერი, ტყვია-წამალი და სხვა. ბოქაულმა შეძლო მაზრის უფროსს ლაზარენკოს დაკავშირებოდა და დახმარება ითხოვა.

ამ შემთხვევამ ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაცია ძლიერ შეაშფოთა. ლაზარენკომ ბათუმში გააგზავნა კურიერი და მოითხოვა დამატებითი დახმარება კაზაკ-პლასტუნების სახით: ,,ოზურგეთის მაზრა მოწყვეტილია დანარჩენ კუთხეებს… გთხოვ, აღმომიჩინოთ დახმარება… დღეს გურიაში თავს ინახავს 300 გამოქცეული სალდათი, რომელთაც სათითაოთ სამხაზიანი ვინტოვკა აქვთ. მე ჯარი ძლიერ ცოტა მყავს, სულ 700 შტიკი (ხიშტი – ი. მ.), გთხოვ დაუყონებლივ მომაშველოთ 100 ცხენოსანი კაზაკი და ერთი ,,ვზვოდი” სამთო ზარბაზნებით…” ლაზარენკო ასევე იტყობინებოდა, რომ ჩოხატაურში მიემგზავრება ასი კაზაკის თანხლებით სახელმწიფო დაწესებულებათა აღსადგენად და ნაწამები ბოქაულის გამოსახსნელად.

ლაზარენკოს ორ კურიერს გზაში დაიჭერენ და შეიტყობენ თხოვნის შესახებ (რამოდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ერთი მუსულმანი ჯარისკაცი მაინც ჩააღწევს ბათუმში და ლაზარენკოს წერილს ჩაიტანს). 17 ოქტომბერს ოზურგეთიდან ჩოხატაურისკენ დაიძრა რაზმი, რომელიც კბილებამდე შეიარაღებულ 120 პლასტუნს და 13 პოლიციელს ითვლიდა. რაზმს ხელმძღვანელობდა თავად ლაზარენკო.

მთელს გურიაში მაშინვე გავარდება ხმა, რომ ლაზარენკო პლასტუნებით გურიის განადგურებას აპირებსო. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მაშინ გურიაში არავითარი ცნობები არ მიდიოდა გარე სამყაროდან, თანაც გავრცელდა ხმა რომ ჯარმა მიწასთან გაასწორა ქუთაისი და ბათუმს ზარბაზნები დაუშინაო და ახლა გურიის ჯერი დგებაო. ამას დაემატა ლაზარენკოს მიერ რამდენჯერმე გამეორებული ფრაზა ,,жарко будет населению” – ,,მოსახლეობას კაი დღე არ დაადგებაო”, რამაც მეამბოხეების ყურებამდეც მიაღწია. ადვილი წარმოსადგენია, რას იფიქრებდნენ გურულები. გურია აბობოქრდა, ატყდა ზარების რეკვა, დიდი და პატარა ფეხზე დადგა და ხალხმა იარაღს მოჰკიდა ხელი. ,,ამოწყვეტას გვიპირობენო, – ამბობდა ერთი მოხუცი, – ნაჩალიკს ჯარი წაუყვანია; ჩოხატაურშიც ჯარია თურმე მომდგარი და აწე აქეთ წამევლიან. უნდა შევაკვტეთ!” ცოტა ხანში ნასაკირალთან ყველა საზოგადოებიდან გურულების შეკრება დაიწყო – გადაწყდა ბრძოლა გაემართათ კაზაკებისათვის.

როდესაც ლაზარენკო რაზმით ჩოხატაურში შედიოდა, ვინმე ილარიონ კალანდაძე შემოახტა ცხენს და მათი მიმართულებით გააჭენა. როცა რაზმს მიაუხლოვდა, რევოლვერი მიუშვირა და რუსულად შესძახა: ,,Куда вы едете?” -,,საით მიდიხართ?” შემდეგ გამოაბრუნა ცხენი და გამოიქცა. მოულოდნელობისაგან რაზმი შეჩერდა და რამდენიმე ნაბიჯით უკანაც კი დაიხია. თუმცა რუსები მალევე მოეგენ გონს და გზა განაგრძეს.

ლაზარენკოს ჩოხატაური დაცარიელებული დახვდა – მოსახლეობა გახიზნული და მხოლოდ რამოდენიმე ჩინოვნიკი, მათ შორის ,,მირავოი სუდია” პეკარსკი, მისი ცოლ-შვილი და ერთი ექიმი იყვნენ დარჩენილნი. ლაზარენკოს მოახსენეს რომ ბოქაული სურებშია გადაყვანილი, მაგრამ მაზრის უფროსი იქ წასვლას მოერიდა.

ნასაკირალის უღელტეხილზე ჩოხატაურიდან მომავალ გზატკეცილს ერთი მხრიდან მაღალი ტყიანი გორა აკრავს. მეორე მხრიდან კი ტყიანი ხრამი, სადაც მოედინება ბახვისწყალი. ჩოხატაურიდან მოსულმა უნდა გაიაროს ნაგომარი, ბახვისწყალზე გადებულ ხიდზე უნდა გადავიდეს და შემდეგ შეუდგეს ნასაკირალის უღელტეხილს. გურული მეამბოხეები პლასტუნების რაზმს სამი ვერსის მანძილზე ჩაუსაფრდნენ, ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ რაზმი საფარის შუაგულში მოემწყვდიათ და გაენადგურებინათ. გურულების ერთი ნაწილი ქუთაისიდან მომავალ გზაზე ჩასაფრდა, იმ შემთხვევისთვის თუ იქიდან ლაზარენკოს დასახმარებლად მაშველი რაზმი წამოვიდოდა. ნასაკირალისკენ დაიძრნენ აჯანყებულთა ოჯახის წევრები, რომელთაც მიჰქონდათ ხაჭაპურები, მჭადები, ქათმები და ღვინო. ერთ-ერთი ვინც ჩასაფრებულ გლეხებს საჭმელი წაუღო აპოლონ გუნთაიშვილიც იყო.

‘სადილი ჩამომართვენ, კარზინაც გამიცალენ. მითხრა გრიგოლმა (უფროსმა ძმამ – ი. მ.) მელქისის არ სცალია ჯერ, მელქისი რაზმის ხელმძღვანელათ არის. გრიგოლს ვკითხე, ვინ ხელმძღვანელობს მთლიანად ამ საქმეს მეთქინ. გრიგოლმა მიპასუხა ვინა და სოსო ჯუღაშვილიო…” ნაკლებად დასაჯერებელია ჯუღაშვილი ნასაკირალის ბრძოლის მოთავე ყოფილიყო, რადგან ცნობილია, რომ ბრძოლას და საერთოდ პოლიტიკურ სიტუაციას გურიაში მაშინ მენშევიკები წარმართავდნენ. ნასაკირალის შეტაკება მართლაც ჯუღაშვილის დაგეგმილი რომ ყოფილიყო, იმ უთვალავ მემაუარებში, რაც ჩვენ ქართველმა, განსაკუთრებით კი გურულმა ბოლშევიკებმა დაგვიტოვეს, ეს ფაქტი აუცილებლად ნახსენები იქნებოდა.

ლაზარენკომ უკაცრიელ ჩოხატაურში ერთი დღე დაჰყო და უკან ოზურგეთში დაბრუნდა. მას გაჰყვნენ მოსამართლე და მისი მეუღლეც.  მოსამართლისთვის ხალხს შეუთვლია – ნუ წახვალ, არაფერს გერჩითო და არაფერს გავნებთო, მაგრამ ის მაინც ლაზარენკოს გაჰყვა. ბროშურის ,,Очерки революционного движения в Гурии”, ავტორები სიამაყით აღნიშნავენ, რომ მთელ გურიაში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც შეატყობინებდა მაზრის უფროსს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გურულები საფარში ლამის სამი დღე იმყოფებოდნენო.

1905 წლის 20 ოქტომბერს ოზურგეთიდან 14 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ნასაკირალთან წითელრაზმელებმა კაზაკებს ბრძოლა გაუმართეს, რომელიც დაამარცხეს და უკუაგდეს. დოკუმენტების მიხედვით, ნასაკირალის ბრძოლას ხელმძღვანელობდა გურიის კომიტეტი, კერძოდ კი  ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი და სხვები. უცნობი ავტორი თავდასხმის ხელმძღვანელებათ ასახელებს ესსერ სტუდენტს ს. ბოლქვაძეს და დათიკო შევარდნაძეს.

ლაზარენკოს რაზმზე თავდასხმამდე კომიტეტმა თათბირი გამართა, სადაც წითელრაზმელმა სამსონ პაიჭაძემ ამხანაგებს მდინარე გუბაზოულის მოწამლვა შესთავაზა: ,,კაზაკები დალევენ და დაიხოცებიანო.” ,,რასაკვირველია, – წერს ჟღენტი, – პაიჭაძის ,,სტრატეგია” არავის ჭკუაში არ დაუჯდებოდა და გადაწყდა შეიარაღებული თავდასხმა პლასტუნებზე.” ბენია ჩხიკვიშვილი, უსარგებლო მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, უარზე იყო ნასაკირალის უღელტეხილზე თავდასხმის მოწყობისა, მაგრამ რაკი უმრავლესობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ის დაემორჩილა, თავად წავიდა ნასაკირალზე და იქ შეკრებილ რაზმელებს დავალება მისცა – ვინ სად უნდა ყოფილიყო და როგორ ემოქმედა. ნასაკირალზე მენშევიკების მხარდამხარ ბოლშევიკები და სხვა პარტიის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ.

ნასაკირალის ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა გურიის თითქმის ყველა საზოგადოების წარმომადგენელი, რიცხვით 4 ათასი კაცი (ფილიპე მახარაძე ასახელებს 1000 კაცს). ამბობენ, მათგან კარგად შეიარაღებული იყო 60 კაცამდე (სხვა მონაცემებით 30), დანარჩენებს კი კაჟიანი თოფები, ცულები, წალდები, დანები, თოხები და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღი ჰქონდათ.

გრიგოლ დუმბაძის გადმოცემით, ლაზარენკომ იცოდა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ამიტომ რაზმი საბრძოლველად გამზადებული იყო. მან თავისი რაზმი ჯგუფებად დაჰყო, უკან მთავარი ძალა დააყენა, წინ ფურგონები გაუშვა ჯარისკაცთა პატარ-პარტარა ჯგუფების თანხლებით, ბოლოს კი თავად მოდიოდა მოსამართლესა და ჩინოვნიკებთან ერთად (მოსამართლის ოჯახი ნასაკირლამდე მდებარე ერთ სოფელში იყვნენ დატოვებულნი). ჩოხატაურიდან გამოსული რაზმი ღამით მიუახლოვდა ნასაკირალის უღელტეხილს. ავანგარდში რამოდენიმე პლასტუნი და სტრაჟნიკი ფრთხილად მიიწევდა წინ. ლაზარენკომ ხერხს მიმართა და სიბნელეში რამდენიმე კაზაკი გაუშვა, რომლებიც მიაჭენებდნენ ცხენებს და თითქოსდა გაფრთხილების მიზნით გაჰყვიროდნენ ,,ამხანაგებო, უკან ჯარი მოდის.” ამით უნდოდათ ჩასაფრებულები გამოეწვიათ და მათი ადგილმდებაროება გამოერკვიათ, მაგრამ მეამბოხეები მიუხვდნენ მათ ჩანაფიქრს და კრინტიც არავის დაუძრავს..

გურულ მებრძოლებს ნიშნის მისაცემად სპეციალურად ჰყავდათ ადამიანი, რომელსაც სტვენით უნდა ენიშნებინა რაზმის მოახლოება. მაგრამ ,,ჩვენი ამხანაგის მიერ რომელიც სათვალთვალო პუნქტზე გვყავდა ადრე მოხდა მისი აჩქარების გამო სტვენით ნიშანის მოცემა… ამ უკანასკნელმა გარემოებამ მაზრის უფროსი და მისი რაზმი სრული გაწყვეტისაგან იხსნა,” – ფარნა ცქვიტინიძის მოგონებიდან. ნინო ნაკაშიძის ინფორმაციით, პირველად პლასტუნმა გაისროლა, რაც გურულებმა ბრძოლის დაწყების ნიშნად მიიღეს.

ერთ-ერთი მონაწილე ასე აღწერს ბრძოლას: ,,მე სხვებთან ერთად ჩემი რაზმით ვდგევარ ნასაკირალის ქედის თავში. ჩაბარებული მაქვს 10 გირვანქიანი ხელყუმბარა… მოუთმენლად ველოდით ჩვენს სამსხვერპლოს. დადგა 20 ოქტომბრის ღამე და ვამჩნევთ, რომ პლასტუნთა ბატალიონი მოდის ჩვენ მიმართულებით. მე ხელყუმბარა ვესროლე, მაგრამ იგი მათ ,,აბოზს” დაატყდა თავს (ბნელმა ღამემ მე შეცდომაში შემიყვანა, მე გაანგარიშებული მქონდა იგი თვით პლასტუნთა ბატალიონის შუაგულში ჩამეგდო) ამ გარემოებამ პლასტუნები თითქმის სრულ გაწყვეტისაგან იხსნა. პლასტუნები დაიბნენ და წყალში გადაცვივდნენ, ხოლო მათ განუწყვეტელი ზალპით ვპასუხობთ. დიდი ხნის შემდეგ, როცა ისინი გონს მოვიდნენ ჩვენს ზალპს სროლით უპასუხეს და მოპირდაპირე მთას ცხავათს (სხვა სახელია ნაცხვავათევი –ი. მ.) შეაფარეს თავი.”

,,Спасайся, кто может!” – ,,ვისაც შეგიძლიათ, თავს უშველეთ!” დაუყვირა ოფიცერმა ჯარისკაცებს (თავდასხმის დროს ლაზარენკო ხიდის ქვეშ დამალულა). პლასტუნები ჯერ გზის პირას ფერდობებზე ჩაწვნენ, ხოლო შემდეგ სროლით ბახვისწყლისკენ დაეშვნენ. ქუთაისის გუბერნატორისადმი წარდგენილ მოხსენებაში ლაზარენკო წერს: ,,…როგორც კი მივუახლოვდით ნასაკირალის გადასასვლელს… და შევდექით ხიდზე… ყოველი მხრიდან დაგვაყარეს ტყვიები ბათქით… ამ ბათქმა მოჰკლა ეტლის ცხენები და რამდენიმე ჩაფრის ცხენი, აგრეთვე იმსხვერპლა ერთი და დასჭრა 14 კაცი. ასეულის უფროსმა ბრძანება გასცა თავდამსხმელთათვის დაეშინათ ბათქით და თანდათან დაეხიათ უკან. სიბნელის წყალობით ბოროტმოქმედთა ცეცხლმა, რომელიც წვიმასავით მოდიოდა, ვერ დაგვაზიანა და ერთი ვერსით დავიხიეთ უკან. წინ და უკან საშინლად გვესროდნენ. ჩვენ დავეშვით ფერდობზე მდინარე ბახვისწყლისკენ, ფონი ფეხით გავედით და ღამის წყვდიაში ქვებს ამოვეფარეთ… ჩვენზე თავდასხმას დღისით რომ ჰქონოდა ადგილი, არც ერთი ჩვენგანი ცოცხალი არ გადარჩებოდა.” ამ თავდასხმისას გურულებს მართლა ,,ვინტოვკებით” შეიარაღებული 300 ჯარისკაცი რომ ჰყოლოდათ, ვერც ერთი კაზაკი ცოცხალი ვერ გაასწრებდა. ისიც ცნობილია რომ ლაზარენკოს რაზმიდან დაჭრილები აღმოჩდნენ საფანტიანი იზლიანი თოფით. ასე რომ, როგორც ,,ივერია” (#196, 1905) წერს ,,შიშს დიდი თვალები აქვს და ლაზარენკოსაც ეპატიება 3 კაცის სამასად გადაქცევაო.”

როგორც ითქვა, ლაზარენკოს უკანდახეულმა რაზმმა გადაკვეთა მდინარე ბახვისწყალი და ცხავათის მთას შეაფარა თავი, სადაც მოხერხებული პოზიცია დაიკავა და ბრძოლისთვის მოემზადა. გურულების ერთმა ნაწილმა ალყა შემოარტყა ლაზარენკოს რაზმს, თავდამსხმელთა მეორე ნაწილი კი მოპირდაპირე ტყიან ფერდობზე დადგა და იქიდან უშენდა კაზაკებს ტყვიებს, თუმცა სიშორის გამო ამას არანაირი ეფექტი არ მოუხდენია. სროლა ლამის მთელი დღე-ღამე გრძელდებოდა. ,,თუ მამაკაცები ბრძოლის ველზე იყვნენ. ქალებსა და ბავშვებსაც არ დაუხუჭნიათ თვალები. მთელი ღამე აცხობდნენ, სწვავდნენ, ხარშავდნენ და ცხენოსნებით უგზავნიდნენ საჭმელებს მეომართ” – გვამცნობს ნინო ნაკაშიძე.

21 ოქტომბერს აჯანყებულებთან 17 ოქტომბრის მანიფესტის შესახებ ამბავი მიიტანეს. ისიდორე რამიშვილის თქმით ეს ცნობა ,,აჯანყების სარდალს” ბენია ჩხიკვიშვილს ნოე რამიშვილმა მიაწოდა. მაშინვე გაიმართა ბჭობა – გაეგრძელებინათ თუ შეეწყვიტათ თავდასხმა. ზოგიერთი მეამბოხე ამბობდა: ,,რევოლუციას ცივი წყალი გადაასხესო. უმეტესობა კი გაიძახოდა, ეს ,,პოჭოკია” (გოჭის ფეხი – ი. მ.), მაგრამ სულ უფეხობას ,,პოჭოკიც” სჯობიაო.” კომიტეტის აზრით, ,,ასეთი აქტები… ჯერჯერობით, ვერ მიიღებდა გამოხმაურებას მთელი რუსეთისა, ხოლო რეაქციას კი გააძლიერებდა ადგილობრივად…” 21 ოქტომბრის ღამეს სროლა შეწყვეტილ იქნა და ხალხი დაიშალა. წითელრაზმელები დათხოვნილნი იქნენ და ისინი საკუთარ სოფლებს დაუბრუნდნენ.

სხვადასხვა ცნობით, კაზაკებს მოუკლეს 10, დასჭრეს 14 და 6 ტყვედ წაიყვანეს, ასევე ხელში ჩაიგდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ცხენები. აჯანყებულებს კი მოუკლეს ერთი კაცი და ორი დაჭრეს. გურულებიდან მოკლული იყო ამბაკო სალუქვაძე, ,,რომლის სიკვდილი არავის სწყენია, რადგან იგი მოჰკლა დაჭრილმა კაზაკმა, როდესაც ჩექმას ხდიდა მოკლულ პლასტუნს.” იგივეს ადასტურებს აპოლონ გუნთაიშვილი: ,,…იმერთმა კაცმაც ძალით მოაკლია თავი იმით რომე კვტარ კაზაკს ფეხზედ ახალი ჩექმა დაუნახა და იფიქრა რომ ამ კაზაკს ამ ჩექმას წავაძრობ ფეხზედ და სახლში წავიღებო, მაგრამ როდესაც კაზაკს ფეხზედ ძრობა დაუწყო მეორე კაზაკი ყოფილიყო დაჭრილი და… ესროლა დაჭრილმა კაზაკმა და იმ მკვტარს მიაწვინა გულზედ…” სხვათაშორის, ტყვედ აყვანილ კაზაკებს გურულები როგორც სტუმრებს ისე ექცეოდნენ. ,,ბრძოლაში ჩვენ დანდობა არ ვიცით, მარა როცა ცოცხალი ტყვეები ჩაგივარდება კაცს ხელში, სულგრძელობა უნდა გამოიჩინო, წესიერად მიეპყრო და გაათავისუფლო,” – ამბობდნენ გურულები.

კაზაკებს ასმევდნენ და აჭმევდნენ, ზოგიერთს კი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი მისცეს. ერთი გათავისუფლებული კაზაკი გაკვირვებული იძახდა: ,,Батенька, оказывается народ хороший, а мы их ругали” – ,,ღმერთო ჩემო, თურმე რა კარგი ხალხი ყოფილა, ჩვენ კი მათ ვლანძღავდით.” ის, რომ წითელ რაზმელებში საბრძოლო მომზადება სათანადო დონეზე იდგა, ამაზე მეტყველებს იგივე ლაზარენკოს ქუთაისის გუბერნატორისადმი გაგზავნილი პატაკი: ,,…ჩვენ დავათვალიერეთ მთელი ნასაკირალის გადასასვლელი და აღმოჩნდა, რომ აჯანყებულებს საუცხოოდ მოეწყოთ საფრები: მწვერვალზე გაეჩეხათ ტყე… მაგრამ ისე ოსტატურად, რომ გზატკეცილზე შესაძლებელი ყოფილიყოს ტყვიის დაშენა ყოველი მხრიდან… გარდა ამისა, ყველგან ამოთხრილი იყო პატარ-პატარა თხრილები მსროლელთა დასამალავად, მთავარი პოზიციებიდან მოყოლებული გზატკეცილამდე…” აჯანყებულებს იქვე ჰქონდათ სპეციალური კარვები ჰქონდათ გაშლილი, ,,სადაც ხდებოდა სასწრაფო პირველადი დახმარების ჩატარება, ხოლო სოფელ ბახვში და შემოქმედში მოწყობილი იყო დაჭრილთათვის სათანადო თავშესაფარი.”

ირაკლი მახარაძე

ავტორი

გაზიარება56Tweet35Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

"ტრაგედიაცაა და ტრაგედიაც" _ გეგუთში ავარიისას დაღუპული ანამარიას მამაც გარდაიცვალა

კარგი ამბავი! _ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026
საზოგადოება

ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება – პროფესორის გაფრთხილება

13:20; 17.09.2026
ფინანსები

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

13:18; 17.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

12:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17.09.2026
საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

11:27; 17.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:07; 17.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11:01; 17.09.2026
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:13; 17.09.2026
პოლიტიკა

,,თუ ,,პატრიოტთა ალიანსისა” და ღარიბაშვილის ერთობა შედგება, ეს დიდ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე” – ირმა ინაშვილი

9:58; 17.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

9:48; 17.09.2026
საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო