ცნობილი ხდება კონრეტულად, სად გაიყიდა ლოტოს ბილეთი, რომლის მფლობელმაც 1 182 454 ლარი მოიგო, თუმცა ამ დრომდე არ გამოჩენილ და კომპანია ახალ მილიონერს უკვე ორი დღეა ეძებს.
„ახალი ქართველი მილიონერის ძებნის ოპერაციას საქართველოს ეროვნული ლატარია ოფიციალურად გახსნილად აცხადებს. მეტი ინფორმაციისთვის ვაზუსტებთ, რომ ჯეკპოტის მომგები ბილეთი, რომლის მოგებამაც შეადგინა 1 მილიონ 182 ათას 454 ლარი გაიყიდა 18 იანვარს, აჭარის რეგიონში, ბათუმში 13:31 წუთზე. უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც მითითებულ დროს, ბათუმში გაქვთ შეძენილი ლოტო 6/42 ის ბილეთი და არ მიგიდევნებიათ თვალი გათამაშებისთვის, არ გადაგიმოწმებიათ ციფრები საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე დაგვიკავშირდით 032 2 00 77 00. შეგახსენებთ რომ ლოტო “6/42” – ის 21 იანვრის გათამაშებაში მოგებული ციფრებია: 17; 24; 25; 29; 33; 36.
თუ იცით რომ რომელიმე თქვენი ნაცნობი პერიოდულად თამაშობს ლატარიას, დაუკავშირდით! შეახსენეთ გადაამოწმოს მოცემული ციფრები! არ დაგავიწყდეთ უნდა წარმოადგინოთ მოგებიანი ბილეთი“, – მიმართავს „ლატარიის კომპანია“ საზოგადოებას და ჯეკპოტის მფლობელის ძებნაში დახმარებას ითხოვს.
წყარო: პრაიმტაიმი