გარდაცვლილ ახალგაზრდას პედაგოგები და მასწავლებლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან და მასზე მოგონებებს იხსენებენ.

“ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვზეიმობდით და უცებ ჩამოჰკრა გლოვის ზარმა. ტრაგიკული აღმოჩნდა 17 სექტემბერი, როცა ჩვენი სკოლის მე-12 კლასის კურსდამთავრებულის ნიკა დვალიშვილის დაღუპვის ამბავი შევიტყვეთ.
გამოაკლდა ჩუმი, უწყინარი, ზრდილი და თავმდაბალი ახალგაზრდა თავის კლასელებს.
დღეს უნივერსიტეტის კარი უნდა შეგეღო, მაგრამ გიმტყუნა წუთისოფელმა… მუდამ ემახსოვრები მშობლიურ სკოლას, პედაგოგებსა და კლასელებს”, – წერს მასწავლებელი ნინო ჩოლოკავა.
































































